12/01/2025
11:58
მსოფლიო
გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში შეუძლებელია კიევის ნატოში გაწევრიანების გარეშე. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიეტუვურ გამოცემა Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე უკრაინას არ შეეძლო უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების რიმედი ჰქონოდა, რადგან „რეალობა ის იყო, რომ ფრანგები ამის ძალიან წინააღმდეგი იყვნენ, გერმანელები ძალიან წინააღმდეგი იყვნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ უნგრელებზე და სხვებზე“.
„ეს არ იყო საერთაშორისო დღის წესრიგში. ნატოში უკრაინის მიწვევა შეუძლებელი იყო. მაგრამ პარადოქსია ის, რომ პუტინის შეჭრა, მისი ბარბაროსული გადაწყვეტილება, ეს გაეკეთებინა, ახლა, ჩემი აზრით, ამ ყველაფერს მორალურ და სტრატეგიულ იმპერატივად აქცევს“, - განაცხადა ჯონსონმა.
ამასთან, მისი აზრით, ახლა პრობლემა ის არის, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი აქტიურად არ განიხილება.
„მე არ მესმის, ვინმე ამბობდეს, რომ როდესაც ეს კატასტროფა დასრულდება, გამოსავალი უნდა იყოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. ხალხმა შეწყვიტა ამაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი, დიდი დანაკარგია, რადგან დასავლეთი ისევ უკან იხევს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
0
0