უკრაინაში, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს
29/06/2023
00:42
მსოფლიო
A-
+A
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times-ი რუსეთის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსული მედია იუწყება, მისი დაკავების მიზეზი ამბოხის დროს პრიგოჟინის მხარდაჭერა იყო.
მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შესახებ.
ასევე, მედიის ინფორმაციით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ, შესაძლოა, პრიგოჟინს სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილედ, გენერალი სერგეი სუროვიკინი მიმდინარე წლის იანვარში დანიშნა.
0
0
217
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%