
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ფერხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ელექტროქსელზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა.
„ენერგეტიკული მდგომარეობა ჯერ კიდევ ყველაზე რთულია 15 რეგიონში: ვინიცაში, დნეპროპეტროვსკში, ჟიტომირში, ზაკარპატიაში, ივანო-ფრანკოვსკში, კიევში, კიროვოგრადში, ლვოვში, მიკოლაივში, ოდესაში, პოლტავაში, ტერნოპილში, ხარკოვში, ხერსონში, ხმელნიცკში. ბოლო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაახლოებით 50% დაზარალდა,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ღამით სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 4300-ზე მეტი ე.წ. „უძლეველობის პუნქტი“ შეიქმნა, სადაც მოსახლეობას შეუძლია წვდომა ელექტროენერგიასა და ძირითად საჭიროებებზე.
0
0
აზერბაიჯანმა „სიენენს“ სასამართლოში უჩივლა
20/08/2026