
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 23 წლის გიორგი ნარმანია აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახით უკრაინაში ცხოვრობდა.
როგორც ცნობილია, დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა უკრაინიდან, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.
როგორც ქართველი მებრძოლები აცხადებენ, "უკრაინული ბატალიონის მებრძოლები ჩასაფრებაში მოყვნენ".
მათივე ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ვუჰლედარის მიმართულებაზე (ბახმუტთან) უკრაინელებმა რუსულ შეიარაღებულ ძალებზე შტურმი განახორციელეს, რა დროსაც უკრაინული ბატალიონის მებრძოლები ჩასაფრებაში მოჰყვნენ. უკრაინული მხარიდან დაიღუპა 43 მებრძოლი, რომელთა შორის იყო ქართველი გიორგი ნარმანია.
გარდაცვლილების ცხედრები ფრონტის ხაზიდან ჯერ არ გამოუყვანიათ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 39 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედებები ბახმუტთან მიმდინარეობს, რასაც უკრაინული ოფიციალური პირებიც ადასტურებენ.
0
0