
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ომის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ "ომმა არ იცის უკრაინელი ბავშვი იქნება მსხვერპლი, თუ სხვა ეროვნების"
"ხშირად ამბობენ, უკრაინაში ბავშვებს კლავენო, სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ეროვნება არ იცის ბავშვის, ეროვნების განსხვავება, როგორც უკრაინელები, ისე რუსები და ვინც არის დასახლებული ასევე სხვებიც კვდებიან ხომ იქ?!
ამერიკაში სასამართლომ რომ მიიღო გადაწყვეტილება აბორტებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. ქალების უფლებები ირღვევაო რა და დედები რომ მკვლელები იყვნენ თავიანთი შვილების, ამას მხარს უჭერდნენ, წარმოგიდგენიათ?! და უკრაინელებზე წუხან მერე? როგორ დაგიჯერო, რომ უკრაინელებზე წუხხარ. ღმერთი რასაც გაძლევს, მიიღე.
ამიტომ ჩვენ მიმართ, საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს თავი გაანებონ", - ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.
0
0