
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ არ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს რაკეტა, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს.
"არ გავგზავნი არაფერ ისეთს, რომლის რუსეთში სროლაც შეიძლება". - CNN-ის ცნობით, ასე უპასუხა ბაიდენმა კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინაში დიდი რადიუსის რაკეტების გაგზავნას.
CNN გასულ კვირას წერდა, რომ მათი ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავდა უკრაინისთვის გაეგზავნა დიდი რადიუსის რაკეტები, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ითხოვს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
0
0