-share.jpg)
ევროკავშირში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩიჟოვის განცხადებით, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა არა იმ სისწრაფით, როგორც ქვეყანაში [რუსეთში] ზოგიერთს სურს.
როგორც ვლადიმერ ჩიჟოვმა Sky News-ს განუცხადა, რუსეთს, რომ მოენდომებინა, უკრაინას ამ დრომდე "ბოლომდე გაანადგურებდა".
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გარკვეული ტემპით გრძელდება უკრაინაში შექმნილი სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის რუსეთის არმიისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების - ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.
რუსული არმია აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადაუვლიდა, მაგრამ, ვიმეორებ, რუსეთის განზრახვა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა არასდროს ყოფილა,“ - განაცხადა ჩიჟოვმა.
უკრაინაში ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჩიჟოვმა უპასუხა:
”თქვენ გულისხმობთ, განათავსებს თუ არა ნატო ბირთვულ იარაღს უკრაინაში? იმედი მაქვს, არა”. მან დასძინა: ”შეერთებული შტატებისგან აშკარა განსხვავებით კი, რუსეთი საკუთარი ტერიტორიის მიღმა ბირთვულ იარაღს არსად განათავსებს”.
ამასთან, ჩიჟოვმა თქვა, რომ ის "ღრმად იმედგაცრუებული და დამწუხრებულია" ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო.
„ვერ გავიგე, რატომ აირჩია ფინეთის ამჟამინდელმა მთავრობამ, რომ ქვეყანა ნატოს პერიფერიად აქციოს? თუ ფინეთი ალიანსს შეუერთდება, რუსეთი გარკვეულ სამხედრო ტექნიკურ ზომებს მიიღებს. შესაძლოა, ეს ზომები მოიცავდეს ფინეთის საზღვარზე თავდაცვის ძალების მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას... ჯარები და ტანკები აუცილებელი არ არის, მაგრამ საჭირო იქნება რადარების სისტემების გარკვეული მომზადება", - აღნიშნა ელჩმა.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025