10/03/2022
17:29
მსოფლიო
აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
ბიოლოგიურ ლაბორატორიებში კვლევა ჩატარდა რუსეთის საზღვრებთან ახლოს - შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში და კავკასიაში; პროექტი ხორციელდება არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ქართული ბიოლოგიური ლაბორატორიების ჩართულობით, რომელსაც აკონტროლებს პენტაგონი ვირჯინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან და აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურთან თანამშრომლობით,
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, „უკრაინის ლაბორატორიებმა ფრინველების მეშვეობით საშიში ინფექციების გავრცელება შეისწავლეს“.
„უკრაინის ლაბორატორიებში შეისწავლეს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელება გადამფრენი ფრინველების მეშვეობით, მათ შორის H5N1 გრიპი და ნიუკასლის დაავადება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტი პენტაგონს ეკუთვნის.
„პენტაგონის პროექტმა უკრაინაში გამოავლინა ფრინველები, რომლის მარშრუტები რუსეთზე გადიოდა. ეპიდსიტუაციის დესტაბილიზაციისთვის აშშ-ში შემუშავებული ყველა გზიდან, ეს არ იძლევა სიტუაციის შემდგომი განვითარების გაკონტროლების საშუალებას.
აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ახლოს ახორციელებენ პროექტს, სადაც ღამურები ბიოიარაღის მატარებლად განიხილება“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მასალების ანალიზი ადასტურებს ხარკოვის ბიოლოგიური ლაბორატორიიდან საზღვარგარეთ 140-ზე მეტი კონტეინერის გადატანას ღამურების ექტოპარაზიტებით;
პროექტი P-781 USA, რომელიც შემუშავდა უკრაინის ლაბორატორიებში, შეისწავლა ღამურები, როგორც ბიოლოგიური იარაღის აგენტები;
▪️ერთ-ერთი დოკუმენტი ადასტურებს, რომ უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საშიში კვლევები ტარდება შეერთებული შტატების სპეციალისტების ხელმძღვანელობით;
▪️რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული დოკუმენტები ადასტურებს უკრაინის მოქალაქეების ბიოლოგიური ნიმუშების საზღვარგარეთ გადატანის არაერთ შემთხვევას;
▪️რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ შესწავლილი მასალები შეიცავს წინადადებებს უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის გაფართოების შესახებ;
▪️ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ერთ-ერთი ამოცანაა შექმნან ბიოაგენტები, რომლებსაც შეუძლიათ შერჩევით დაინფიცირონ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, კერძოდ სლავები;
▪️შეერთებულმა შტატებმა უკვე მოახერხა დოკუმენტაციისა და ბიომასალების უმეტესი ნაწილის გადატანა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ბიოლაბორატორიებიდან ლვოვში და პოლონეთში;
▪️ნულანდმა თავისი განცხადებით ირიბად დაადასტურა უკრაინაში პენტაგონის სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის განხორციელება.
0
0