
„უკრაინის მთავრობის, გაეროს, ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი შეფასებით, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში რეკონსტრუქციისა და აღდგენის სამუშაოების ღირებულება 411 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული სამუშაოები შეიძლება 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს,“ - ნათქვამია ახალ ანგარიშში.
შეფასების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურასა და შენობებს 135 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა.
„საარსებო წყაროს, შემოსავლებისა და აქტივების დაკარგვამ 7.1 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვრამდე მიიყვანა და შეიცვალა უკრაინის განვითარების 15-წლიანი გეგმაც. უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის საჭირო თანხა 411 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც უკრაინის გასული წლის სავარაუდო მშპ-ზე (მთლიან შიდა პროდუქტზე) ორჯერ მეტია.
ეს ხარჯები მინიმალურად უნდა ჩაითვალოს, რადგან დაფინანსება საჭირო იქნება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება“ - ნათქვამია მოხსენებაში.
როგორც უკრაინაში გაეროს რეზიდენტმა კოორდინატორმა დენის ბრაუნმა განაცხადა, „ყველა განადგურებული სახლის, საავადმყოფოს ან სკოლის მიღმა უკრაინელების ცხოვრება ზარალდება“.
"ფსიქოლოგიური ტრავმა შეუფასებელია, ხოლო დღევანდელ ანგარიშში წარმოდგენილი დანაკარგების შეფასების მაჩვენებელი მხოლოდ დასაწყისია. ზოგიერთი ობიექტის აღდგენა შეუძლებელია," - დასძინა დენის ბრაუნმა.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025