-share.jpg)
„კარსმომდგარი ზამთარი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში, ყველაზე მძიმე იქნება, რადგან რუსეთი მიზნად ისახავს მოსახლეობის ელექტროენერგიასა და წყალმომარაგების გარეშე დატოვებას, რაც აუარესებს ომის ზოგად გავლენას,“ - განაცხადა უმსხვილესი კერძო უკრაინული ენერგეტიკული ფირმის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკსიმ ტიმჩენკომ.
თუმცა, ტიმჩენკოს თქმით, „სარაკეტო დარტყმებით, მოსკოვი უკრაინაში ელექტროენერგიას დიდი ხნის განმავლობაში ვერ გათიშავს, რადგან ქვეყანა ზიანის სწრაფად კომპენსირებას შეძლებს.“
DTEK-ის აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ ენერგეტიკულ ქსელზე რუსეთის თავდასხმების საფრთხის მიუხედავად, მოსახლეობა - "მამაცი უკრაინელები" - გაუძლებს ზამთრის მომდევნო 125 დღეს.
"ჩვენ გადავრჩებით, ჩვენ გავიმარჯვებთ", - თქვა მან.
DTEK-ისა და უკრაინის ეროვნული ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის Ukrenergo-ს მუშები, მაღალი რისკის ქვეშ, მობილიზებულნი არიან ელექტროსადგურების, ქვესადგურებისა და ქსელის სხვა ნაწილების შესაკეთებლად, რომლებიც ოქტომბრიდან ახალი ენერგეტიკული ფრონტის ხაზზე რუსული ავიაციის სამიზნე იყო.
”ენერგეტიკულ ფრონტზე მოპოვებულ წარმატებებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს უკრაინის გამარჯვებისთვის, როგორც არმიის წინსვლას”, - აღნიშნა ტიმჩენკომ.
0
0