
კიევმა თბილისს “ბუკის” კომპლექსების გადაცემა სთხოვა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი.
„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში და ღიად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე" - აღნიშნა მან
კერძოდ, დიპლომატის თქმით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.
ასევე, უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში გადმოტანილ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეერთებული შტატების შეთანხმება, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ“ - განაცხადა კასიანოვმა.
0
0