14/06/2023
14:39
მსოფლიო
უკრაინამ, ასევე რუსეთმა ირანმა და ჩინეთმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მოქალაქეს, „გაზპრომ ნავთობის“ წარმომადგენელს სერგეი ბარანოვს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში არქტიკული ოპერაციების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ბარანოვი ამ თანამდებობაზე 2 წლით აირჩიეს. უკრაინის და რუსეთის გარდა, მას 14-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 15 სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მათ შორის აშშ-მა, იტალიამ, იაპონიამ და ყაზახეთმა კენჭისყრისას თავი შეიკავეს.
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში უკრაინას ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სტრუქტურა წარმოადგენს. მედიის კითხვაზე აეხსნათ, თუ რატომ მისცა უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთის კანდიდატურას ხმა, როდესაც ამ ქვეყნებს შორის მეორე წელია სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი არ გასცა.
0
0