27/05/2023
21:50
მსოფლიო
27 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ოთხი დარტყმა განახორციელა რუსული ჯარების პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებში, ასევე სამი დარტყმა რუსეთის ფედერაციის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 27 მაისს გაანადგურეს სხვადასხვა ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატები.
„სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის ქვედანაყოფებმა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის არეალს, 2 საკონტროლო პუნქტს, საბრძოლო მასალის ორ საცავსა და მტრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს დაარტყეს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის საღამოს მოხსენებაში.
რაც შეეხება რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე - 27 მაისს რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 10 ავიაიერიში და 30-მდე შეტევა რამდენიმე სარაკეტო სადგურიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს.
"უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია", - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
0
0
კესარია აბრამიძე დაკრძალეს
22/09/2024