02/09/2022
18:39
მსოფლიო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მიმართ შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტი დაამტკიცა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილების მიმართ.
როგორც დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში განაცხადეს, მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს ეხება.
საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და რუსეთისა და ბელორუსის ეროვნული ბანკების ოფიციალურ პირებზე. შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ სხვა რუსული და ბელორუსული კომპანიები და ამ ქვეყნების მოქალაქეები - რომლებმაც ხელი შეუწყვეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რომელთა დახმარებითაც რუსეთი ცდილობდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
0
0