01/09/2023
20:05
მსოფლიო
კიევის მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე რუსეთში 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
ამჟამად უკრაინა ოკუპანტების მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე მუშაობს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ოკუპანტების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაბრუნდა. 2-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. მათ შორის არიან მშობლის მზრუნველობასმოკლებული ექვსი ბავშვი, ხუთს კი ოჯახი ჰყავს.
"კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ," - ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.
0
0