
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მას ბრალი ორი მუხლით ედება, მათ შორის, „აგრესიული ომის ან აგრესიული სამხედრო მოქმედებების წარმოება“, რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კადიროვი პირველი რუსი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ძებნილთა სიაში მოხვდა.
მანამდე სპეცსამსახურმა ძებნილთა სიაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი შეიყვანა. მათ ბრალად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ედებათ.
0
0