
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის აქტიურმა სამხედრო დახმარებამ საგრძნობლად ამოწურა ალიანსის კუთვნილი რეზერვები, ამიტომ მისმა წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე", - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა, როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის.
მისი თქმით, რუსეთი კიდევ ერთხელ ემზადება ომში ზამთრის იარაღად გამოსაყენებლად, წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია.
0
0