01/06/2023
17:36
სამართალი
უკრაინას დასასანქცირებელ პირთა სიაში ჰყავს ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი. საფუძველი რუსული აგრესიის მხარდაჭერაა:
"მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით.
ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად.
ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას," ვკითხულობთ აღწერაში ვებგვერდზე, სადაც დასასანქცირებელი პირები არიან.
უკრაინის ხელისუფლებამ დღესვე თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა
0
0