
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მონღოლეთს, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებები და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ვიზიტის დროს დააკავოს.
უკრაინის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა „აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა“ და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა.
„უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მონღოლეთს „აღასრულოს სავალდებულო საერთაშორისო ორდერი“ და გადასცეს პუტინი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
მონღოლეთში პუტინის ვიზიტი 3 სექტემბერს არის დაგეგმილი. ეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს დაკავების სავალდებულო საერთაშორისო ორდერი და პუტინი გადაიყვანოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
„უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც მონღოლეთი აღიარებს, მისი დაკავების ორდერი გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც მონღოლეთი აღიარებს, მისი დაკავების ორდერი გასცა
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული.
„არა, არანაირი შეშფოთება არ გვაქვს, ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.
0
0