უკრაინამ მოიპოვა დოკუმენტები, სადაც უთითებენ, როგორ უნდა ისაუბრონ რუსულმა მედიასაშუალებებმა
A-
+A

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტაცია, რომელშიც პუნქტების მიხედვითაა გაწერილი, თუ რა უნდა ილაპარაკონ რუსმა პოლიტიკოსებმა და როგორი უნდა იყოს პრორუსული მედიასაშუალებების ნარატივი უკრაინის მოვლენებისა და დასავლეთის სანქციების შესახებ.
- პროპაგანდისტული აქცენტები, რომელთა მიხედვითაც რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა და პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ (დოკუმენტის სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ)
- უკრაინის ნაცისტური შეიარაღებული ძალები ომის ყველა კანონს არღვევენ – მალე უკრაინას საბრძოლველი არაფერი ექნება;
- რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციები უკრაინელმა ექსპერტებმა მოაწყვეს;
- რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაცია უკრაინის მოქმედი ხელისუფლების დამხობას არ ისახავს მიზნად;
- რუსეთი დასავლეთის ეკონომიკური აგრესიის პირობებში ცხოვრობს და ჩვენც უნდა ვუპასუხოთ მათ;
- ევროპელი ლიდერები იწყებენ სანქციების მოხსნას და უფრო პრაგმატულად უყურებენ სიტუაციას;
- დონბასიდან ობლების შვილად აყვანის ბარიერები მოხსნა;
- ბაიდენის გადაწყვეტილება გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტაზე „საკუთარ ფეხში სროლას“ ნიშნავს;
- ახალი შესაძლებლობები რუსი ბიზნესმენებისთვის – „ერთიანმა რუსეთმა“ რამდენიმე ძირითადი ანტისანქციური ზომა შეიმუშავა;
- უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიურმა ლაბორატორიებმა სლავების გენომი შეისწავლეს – ბირთვული საფრთხე რუსეთისთვის და ნეონაცისტური პროვოკაციები;
- რუსული სოციალური ქსელების წარმატებები;
- მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებებს, რომლებიც პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების ღირებულებას ამცირებს;
- საბანკო დეპოზიტების ზრდამ, ფაქტობრივად, შეაჩერა მონეტარული პანიკა, გაზარდა ნდობა საბანკო სისტემის სტაბილურობის მიმართ. ხალხმა ბანკებში დეპოზიტების დაბრუნება დაიწყო;
- ანტისანქციური ზომები – „ერთიანი რუსეთის“ მიერ, მთავრობასთან ერთად შემუშავებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის შეუფერხებელ მუშაობას;
- თასობით ადამიანი მუშაობს დასავლურ საწარმოებში, რომლებიც თავიანთ უცხოელ მფლობელებს ზღაპრულ მოგებას აძლევენ. ეს ხალხი არ არის დამნაშავე იმაში, რომ დასავლურმა ბიზნესმა გადაწყვიტა რუსეთის დატოვება პოლიტიკური ზეწოლის გამო. დასავლეთი ცხოვრობს ასი წლის წინანდელი კოლონიური ცნებებით. მათთვის ამ საწარმოების მუშები ხალხი კი არა, წარმოების საშუალებაა;
- „მაკდონალდსის“, სწრაფი კვების, ყავის სახლების ქსელების რუსული ბაზრიდან გასვლა ახალ შესაძლებლობებს უხსნის რუს ბიზნესმენებს;
- რუსული სოციალური ქსელების, მაგალითად, VKontakte-ს წარმატება იზრდება;
- უკრაინელები არ არიან მზად, დაიცვან კიევი. ისინი არსებულ ვითარებას დასავლეთში მიგრაციისთვის იყენებენ;
- ლტოლვილებს, ძირითადად დონბასის რესპუბლიკებიდან, რუსეთში თბილად ხვდებიან. ყველა ქალაქში, სადაც ლტოლვილები არიან განთავსებულნი, სრული სიმშვიდეა, მეგობრული ატმოსფეროა ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან;
- რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და სარდლობა წამითაც არ გადაუხვევს თავის მთავარ ამოცანას – მაქსიმალურად უზრუნველყონ უკრაინის რიგითი მოქალაქეების სიცოცხლეებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვა;
- „ნაცისტურ ინტერნაციონალებს“ უკრაინაში ბრძოლის სურვილი აქვთ. პორტუგალიელი სკინჰედების ლიდერი, რომელიც სასჯელს იხდიდა ფერადკანიანი ადამიანების მკვლელობისა და იარაღით ვაჭრობის ბრალდებით, უკრაინაში „რუსებთან“ ბრძოლას აპირებს;
- ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხების გარდაუვალობის გაცნობიერებამ წერტილი დაუსვა უკრაინის შეიარაღებულ მოქმედებებში დასავლეთის მონაწილეობის საკითხს;
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, რომლებიც დონბასში არიან ალყაში მოქცეულნი, მასობრივად ნებდებიან. დღეისთვის, უკვე ათასობით უკრაინელი მებრძოლია, რომელმაც სიცოცხლე არჩიეს უღირსად სიკვდილს;
- აუცილებელია რუსი სამხედროების გმირული სურათების შექმნა, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის;
- ათასობით მოხალისე მზადაა უკრაინაში რუს მებრძოლებს მხარი დაუჭიროს. ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ამბობს, რომ ათიათასობით ჩეჩენი მოხალისეა, რომელსაც სურს უკრაინაში ჩასვლა;
- კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გაიზარდა რეპრესიული ღონისძიებები რუსულენოვანი მოსახლეობის და უკრაინის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც პრორუსულ შეხედულებებში ადანაშაულებენ უკრაინის მოვლენების საკითხზე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელს აქვს ინფორმაცია უკრაინის რამდენიმე რეგიონის მცხოვრებლების მასობრივი ცემისა და მიზანმიმართული შევიწროების შესახებ ეთნიკური ნიშნით.
0
0
372
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%