26/11/2024
11:55
მსოფლიო
ანალიტიკური პროექტის, Deepstate-ის მონაცემებით, 26 ნოემბრის რამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ კუპიანკსის რუსული ჯარებისგან გათავისუფლება დაასრულეს.
"უკრაინის ძალებმა კუპიანსკის გაწმენდა დაასრულეს" - წერია Deepstate-ის ანაგარიშში.
თუმცა, ამასთან ერთად. ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსული ჯარები წინ მიიწევენ ნოვომლინსკთან, ხარკოვის ოლქში. გარდა ამისა, ოკუპანტების წინ მიიწევენ დონეცკის რეგიოში, რაზდოლნში, პეტროვკაში და კურახოვოში.
14 ნოემბერს Deepstate-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სოფელ ილინსკის ოკუპაცია მოახდინა და ქალაქ კუპიანსკში შეიჭრა.
"დღეს მტრის ტექნიკის 2 კოლონა ლიმანის რაიონიდან კუპიანსკის მიმართულებით დაიძრა. დაზუსტებით ცნობილია, რომ კოლონაში არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები". – ეწერა Deepstate-ის ანაგარიშში.
Deepstate-ის ინფორმაციის თანახმად რუსეთმა კოლონის ცოცხალი ძალით მომარაგება სცადა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა დამხმარე რაზმებზე იერიში მიიტანა.
ცოტა ხნით ადრე რუსულმა ქვედანაყოფები ოთხი მიმართულებით ცდილობდნენ კუპიანსკში შეჭრას, რუსი ჯარისკაცების ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმებში იყვნენ გადაცმულები. გამოყენებული იყო სამხედრო ტექნიკის 15 ერთეული.
0
0