
ღამით, უკრაინა კრემლზე თავდასხმას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა და სპეციალურმა სამსახურმა ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომლებიც კრემლს უტევდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც სამთავრობო მედია RIA-ს დმიტრი პესკოვმა უთხრა, შემთხვევის დროს ვლადიმირ პუტინი შენობაში არ იმყოფებოდა, დღეს, 3 მაისს კი მოსკოვთან მდებარე საკუთარი რეზიდენციიდან მუშაობს.
სამთავრობო მედია წერს, რომ მოსკოვი "კიევის ქმედებებს" დაგეგმილ ტერორისტულ აქტად და 9 მაისის აღლუმამდე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობად აფასებს.
"რუსული მხარე იტოვებს უფლებას, ამ თავდასხმა უპასუხოს იქ და მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის". - წერია განცხადებაში.
0
0
ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო
15/08/2025