05/06/2023
11:18
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 ივნისის ღამეს იუჟნო-დონეცის მიმართულებით ხუთ სექტორში უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინა ამ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს. საომარი მოქმედებების გააქტიურების დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული რეზერვიდან 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადები შეიყვანეს ბრძოლაში, მათ მხარი დაუჭირეს სხვა დანაყოფებმა და ქვედანაყოფებმა. ჩართული იყო ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი, ნათქვამია მოხსენებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის არმიამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, შეტევა აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის ძალებმა შეაჩერეს. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაური, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი „ამ პერიოდში იმყოფებოდა ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე სამეთაურო პუნქტში“.
სხვა რუსული არხები წერენ უკრაინის ჯარების "ტაქტიკურ წარმატებაზე", მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ თავდაცვის გარღვევა არ მომხდარა და თავდამსხმელებმა დანაკარგები განიცადეს ტექნიკაში. კვირას საღამოს, რუსულმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა "დაიბრუნეს ყველა პოზიცია". ამ მიმართულებით ბრძოლების შესახებ უკრაინული მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
საომარი მოქმედებების პირობებში რთულია კონფლიქტის მონაწილეთა განცხადებების დადასტურების მოპოვება.
0
0