
დღეს, 14 დეკემბერს, უკრაინამ ევროკავშირის განსაკუთრებული, მერვე მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბოლო ტრანში, 500 მილიონი ევრო მიიღო.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროგრამის ჯამური დაფინანსება 5 მილიარდ ევროს შეადგენს.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას 7,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება გაუწია. ეს თანხები დაეხმარა ომის ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში, აგრესორის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირობებში. მადლობა ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან უკრაინის თანმიმდევრული და სისტემატური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.
სასესხო სახსრები გამოყენებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად და ხელს შეუწყობს უკრაინაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ფინანსთა სამინისტრომ ასევე გაიხსენა, რომ უკრაინამ პირველი ტრანში 2 მილიარდი ევრო 2022 წლის ოქტომბერში მიიღო, მეორე ტრანში 2,5 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წლის ნოემბერში შევიდა.
0
0