17/06/2022
14:05
პოლიტიკა
უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ევროკომისია გადაწყვეტილებას აცხადებს
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პირდაპირ ეთერში განაცხადა
„უკრაინამ რეკომენდაციების 80% შეასრულა. ერთადერთი დარჩა კანონის მიღება ეროვნულ უმცირესობებზე, ანუ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები დარჩა გასაკეთებელი. ყველაფერი პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გავიარეთ. როდესაც ათიოდე დღის წინ ვიმყოფებოდი კიევში, პრეზიდენტის ზელენსკის ძალიან მეტყველი პასუხი მივიღე. ყველა ფრონტზე ვერ ექნება უკრაინას 100%-ით წარმატება, როდესაც ქვეყანაში ომია. ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. დიახ, უკრაინა უნდა მივიღოთ როგორც კანდიდატი ქვეყანა, ბევრი რამ გაკეთდა და მაგრამ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია“, - განაცხადა ლაიენმა.
0
0