25/03/2022
16:28
მსოფლიო
ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ, პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს - შაბათ-კვირას „ან მომდევნო კვირის პირველ დღეებში“ - გაესაუბრება.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ექვს თემას მოიცავს, როგორც ჩანს, მხარეები ოთხ საკითხზე უკვე მორიგდნენ.
„უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ნატოში მისი მიღება იყო, მაგრამ მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია ნატოს წევრობაზე უარის თქმა. მეორე საკითხია უკრაინაში რუსულის ოფიციალურ ენად (უკრაინული ენის პარალელურად) გამოცხადება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსულ ენაზე თითქმის ყველა საუბრობს უკრაინაში და არც ამ ეტაპზე იქმნება პრობლემა.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა, რომ რუსეთთან კომპრომისზე წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია რეფერენდუმის გამართვა, რაც "ჭკვიანური ნაბიჯია". მისი თქმით, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტიებთან, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მარტო მის [ზელენსკის] მიერ.
რაც შეეხება უახლოეს დღეებში პუტინთან საუბარს, ჩვენ უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ ნატოს მიერ ორგანიზებული შეხვედრები; ასევე უნდა ვეძიოთ ამ საომარი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლის გზა.
მეორე მხრივ, ჩვენ [თურქეთი], რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება“, - დასძინა ერდოღანმა.
0
0