
უკრაინა ყველა საშუალებით ეცდება თავის დაცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ბაზებზე და საწყობებზე დარტყმების განხორციელებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ამ უფლებას მსოფლიო აღიარებს და მაგალითად მოიყვანა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
„უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დაარტყას თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს დაიცავს ყველა საშუალებით, მათ შორის რუსი მკვლელების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს,“ – წერს მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
0
0