
„ცხადია, ჩვენ ვხვდებით პარტნიორების მცდელობას, დარჩეს ინიციატორ მხარედ მოლაპარაკებების პროცესში. სწორედ აქედან გამომდინარეობს სიტყვები შვედური და ავსტრიული ნეიტრალიტეტის მოდელებზე. უკრაინა ახლა ომის მდგომარეობაშია რუსეთთან, ამიტომ მოდელი შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიები“. არც ერთი სხვა მოდელები და ვარიანტები არ შეიძლება, იყოს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები.
„ქმედითი და არა პროტოკოლური ან ბუდაპეშტის მემორანდუმი მსგავსი. ეს კი ნიშნავს, რომ ხელმომწერი მხარეები გვერდით არ გადგებიან, თუ უკრაინას თავს დაესხმებიან, როგორც დღეს ხდება, არამედ მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას კონფლიქტში უკრაინის მხარეს და დაუყოვნებლივ მოგვაწვდიან საჭირო მოცულობით შეიარაღებას.
მეორე, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც აძლევს ან არ აძლევს მას უფლებას, დახუროს ცა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი და მკაცრი გარანტიები, რომ ცა აუცილებლად დაიკეტება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
მისი თქმით, უკრაინა გვთავაზობს ნეიტრალური დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიულ, შვედურ ვერსიას, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოს თავისი არმიით და საზღვაო ფლოტით.
0
0