
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის იური საკის განცხადებით, აშშ-ს მიერ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე, უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე ხელს არ მოაწერს.
როგორც ცნობილია, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკისგან წერილის მიღების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას.
,,თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის დაპირისპირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ეს წერილი ძალიან მისასალმებელი მოვლენაა აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის. ძალიან სამწუხარო იყო მწვავე დებატების მოსმენა. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის წერილში აღნიშნა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და პროგრესულად ვიმოქმედებთ. მინერალებზე შეთანხმება უკრაინის იდეა იყო. ჩემს ქვეყანას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ პარტნიორობას და საინვესტიციო შესაძლებლობებს და სარგებელს მოუტანს როგორც უკრაინას, ასევე აშშ-ს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებაზე ხელმოწერას აზრი არ ექნება, თუ არ იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებს, კიევი პრაგმატული უნდა იყოს. ჩვენ გვესმის, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე, უკრაინას გაუჭირდება რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევა. სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, უკრაინამ უნდა დაინახოს რუსეთისგან სანდოდ აღებული ვალდებულება", - თქვა საკმა.
0
0