11/07/2023
20:35
მსოფლიო
არის განსხვავება და განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში შემდეგ ნაბიჯად ეწერა წევრობის სამოქმედო გეგმა და დღეს ეს ნაბიჯი გავაუქმეთ. ეს აახლოებს უკრაინას ნატოს წევრობასთან. 2008 წლის შემდეგ ნატოს სამიტის ყველა გადაწყვეტილება იმეორებდა ტექსტს-უკრაინა გახდება ნატოს წევრი და შემდეგი ნაბიჯი მაპია. კიდევ ერთხელ ვამბობ 2 ნაბიჯიდან პროცესი ერთ ნაბიჯამდე შემცირდა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„მიხარია რომ ლიდერები შეთანხმდნენ. მეორე განსხვავება- ახლა ჩვენ გვაქვს გეგმა თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას მივიდეს ახლოს წევრობასთან . გვაქვს მრავალწლიანი დახმარების პაკეტი. ნატო-უკრაინის საბჭო, რაც პოლიტიკურ კავშირებს აძლიერებს და კიდევ ერთი, 2008 წელს უკრაინა ძალიან შორს იყო ნატოდან და განვლილმა წლებმა, ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ უკრაინა ახლოს მიიყვანა ნატოსთან. ჩვენ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით უკრაინა მიიღებს მოწვევას, როდესაც ლიდერები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის. მე ველოდები ზელენსკისთან შეხვედრას და ხვალინდელ საბჭოს პირველ შეხვედრას. რაც შეეხება პირობებს, ეს გაწერილია ნატოს მეათე მუხლში. სამხედრო დახმარება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა თუ არ იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული და ვერ გაიმარჯვებს, წევრობაზე მსჯელობა ვერ იქნება“, - განმარტა იენს სტოლტენბერგმა.
0
0