
უკრაინა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების დაწყებამდე აცხადებს, რომ მზადაა „სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის“ . ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევი მზადაა „მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის“ მოლაპარაკებების მომავალ რაუნდში.
სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზადება დაიწყო. შეხვედრა 23 ივლისის საღამოს, ჩირაგანის სასახლეში არის მოსალოდნელი; ორივე ქვეყნის დელეგაციები უკვე გაემგზავრნენ თურქეთში. ადრე ეს თარიღი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსენა, თუმცა მოსკოვმა ოფიციალურად არ დაადასტურა ინფორმაცია.
რუსული მედიის თანახმად, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. მასში კვლავ შედიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი.
0
0