-share.jpg)
უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის წევრები არიან. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს. არ შეიძლება გავაცრუოთ მაღალი მოლოდინი, რომლებიც გაფართოების პროცესთან დაკავშირებით ამ ქვეყნებში არსებობს, - ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პუტინი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო კუთხით. მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი. ასევე უნდა გამოვუცხადოთ სრული მხარდაჭერა გაეროს და ანტონიუ გუტერიშს, რათა მათ აღმოფხვრან სასურსათო კრიზისი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომის გამო ზარალდება აფრიკა, ლათინური ამერიკა და მთელი მსოფლიო. სოლიდარულები უნდა ვიყოთ ჩვენი მეგობრებისადმი. რა თქმა უნდა, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის წევრები არიან. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს. არ შეიძლება გავაცრუოთ მაღალი მოლოდინი, რომლებიც გაფართოების პროცესთან დაკავშირებით ამ ქვეყნებში არსებობს. თუ არ პროცესს სერიოზულად არ მივუდექით, მომავალში ამ გაცრუებული მოლოდინებით გამოწვეული უარყოფითი რეაქციის გამო დავზარალდებით. რას ნიშნავს ეს? ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით, მაგრამ ევროკავშირმა ასევე უნდა უზრუნველყოს საკუთარი ინსტიტუტების რეფორმირება. განვმარტავ: მოქმედი წესებით ჩვენ არ ვართ მზად ამ ახალი წევრების მისაღებად. უნდა გვქონდეს ძლიერი საყრდენები, რათა მივესალმოთ ამ ახალ წევრებს ჩვენს ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026