02/12/2022
14:33
მსოფლიო
როგორც აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის ცენტრის მეცნიერმა დაიონის სენუსამ ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტს (RUSI) განუცხადა, მოლდოვაზე ზეწოლა "ძლიერდება", რადგან ომი გრძელდება.
მისივე თქმით, „რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგები მყისიერად აისახა მოლდოვაზეც. ქვეყანამ, რომელიც უკრაინას დასავლეთით ესაზღვრება, უკრაინიდან ელექტროენერგიის 30%-მდე იმპორტი განახორციელა, ექსპორტი კი ამჟამად შეჩერებულია. გარდა იმ პარალელური ეფექტისა, რომელსაც მოლდოვა განიცდის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის თავდასხმის გამო, მოსკოვი ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობებსაც ქვეყანაზე ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს.“
„რუსულ გაზსა და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსული გაზით წარმოებულ ელექტროენერგიაზე მოლდოვას დამოკიდებულების გათვალისწინებით, ქვეყანაში [მოლდოვაში] გაზის მიწოდების შეჩერება ხაზს უსვამს 2021 წელს დაწყებული ენერგეტიკული კრიზისის შედეგებს.
„თავდაპირველად, უკრაინის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების მოტივით, „გაზპრომმა“ მოლდოვასთვის გაზის მიწოდების მოცულობა 30%-ით შეამცირა - 5,7 მილიონ მ3-მდე დღეში.
უკრაინის შემდეგ, რუსეთის ირიბი სამიზნე მოლდოვა ხდება, რომელიც ამგვარად იქცა კოლატერალურ მსხვერპლად. გარდა ამისა, რუსეთი ენერგეტიკულ სექტორს მოლდოვას ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად იყენებს, რომელიც დნესტრისპირეთიდან მოწოდებულ რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე ორმაგი დამოკიდებულების გამო სერიოზული დილემების წინაშე დგას“, - განაცხადა დაიონის სენუსამ.
0
0