
უკრაინა რუსეთიდან უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად „საერთაშორისო კოალიციას“ შექმნის.
როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, უკრაინის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დასაბრუნებლად საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, კოალიცია მიზნად ისახავს "დამნაშავეების დასჯას უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის".
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში ფიზიკურად სჯიან რუსეთის ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო.
„აღნიშნული კოალიციის ფორმირებას უკვე დაუჭირეს მხარი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
ჯგუფს შუამავალი დასჭირდება. ეს შეიძლება იყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ან გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). ამ შემთხვევაში, მსოფლიო საზოგადოების დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია... იმედი მაქვს, რომ ასეთი პლატფორმა მალე დაიწყებს მუშაობას,“ - დასძინა ვერეშჩუკმა.
ვერეშჩუკის თქმით, დაახლოებით 4,396 უკრაინელი ობოლი ბავშვი, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ამჟამად რუსეთში იმყოფება.
როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 19 000 ბავშვი იძულებით გაიყვანეს უკრაინიდან.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025