
„უკრაინას მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას ომის დასასრულებლად სჭირდება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
როგორც The Washington Post-ი წერს, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში შეჭრით, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას შეუწყო ხელი.
„სიმართლე გითხრათ, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამდე რომ გეკითხათ, როდის შეუერთდებოდა უკრაინა ნატოს, მე ვიტყოდი: „დაახლოებით, როცა ჯოჯოხეთი გაიყინება, ან არანაკლებ 10 წელიწადში მაინც“.
„უკრაინელებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიეწოდოთ ყველაფერი, რაც მათ ომის დასასრულებლად სჭირდებათ და ჩვენც სწორედ ახლავე უნდა დავიწყოთ უკრაინის ნატოში მიღების პროცესი. ნატო აბსოლუტურად ვერაფერს ასწავლის უკრაინელებს ომში ბრძოლასთან დაკავშირებით, პირიქით, უკრაინელებისგან ჩვენ ვისწავლით ბევრს.
პუტინი თავს დაესხა უკრაინას, რადგან მას, უამრავი მტკიცებულების საფუძველზე, სჯეროდა, რომ ჩვენ უკრაინას სერიოზულად ვერ დავიცავდით. ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა ნატოში შეგვეყვანა, რეალურად რომ შეგვესრულებინა ის, რაც ვთქვით, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული“, - დასძინა ჯონსონმა.
0
0