15/05/2023
14:34
მსოფლიო
Washington Post-ის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა 11-12 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას არ მიიღებს.
გამოცემის ცნობით, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
"ვილნიუსის სამიტი არ იქნება ისტორიული, ალიანსში უკრაინის მომავალზე გადაწყვეტილების გარეშე". - თქვა NATO-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია გალიბარენკომ.
გალიბარენკოს თქმით, NATO-მ უნდა განსაზღვროს უკრაინის გაწევრიანების გზა და დაადგინოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მიმავალი მოძრაობის ალგორითმი, ნაცვლად იმისა, რომ კვლავ გაიმეოროს განცხადება ღია კარის პოლიტიკის შესახებ, რაც საკმარისი არ არის.
0
0