
ზელენსკი გამოეხმაურა პუტინის განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მოსწონს, თუ არ მოსწონს უკრაინას ეს შეთანხმება, მან მაინც უნდა მოითმინოს“.
„მოგწონს თუ არ მოგწონს, მაინც მოთმენა მოგიწევს, ჩემო ლამაზმანო“, – განაცხადა პუტინმა.
ზელენსკიმ პუტინის აღნიშნული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ უკრაინა ნამდვილად ლამაზმანია, მაგრამ სიტყვა „ჩემო“ ზედმეტია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ უკრაინა ნამდვილად მომთმენია.
„უკრაინა ნამდვილად მომთმენია და ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის და რუსებისთვისაც. ჩვენი მოთმინების გამო არ ხდება ესკალაცია. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და ღირსეულად ვიქცევით. ამიტომ მოთმინება არის სიბრძნე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025