
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით პოდოლიაკმა ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ასევე მზადაა საქართველოში გააგზავნოს თავისი ექიმები, რათა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
"უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველთვის ამას ვამბობ. შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მზად ვართ გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან დავეხმაროთ მას საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად, რათა გაუწიონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება", - თქვა პოდოლიაკმა.
0
0