13/02/2023
16:27
მსოფლიო
უკრაინა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის აკრიტიკებს.
კრიტიკა ბერლუსკონის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ის არ მოისურვებდა შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუ ის კვლავ ხელისუფლებაში იქნებოდა.
ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამდე, 86 წლის სილვიო ბერლუსკონი ხშირად აღნიშნავდა ხაზგასმით, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მეგობრობდა. თუმცა, როგორც ბერლუსკონიმ ახლახან განაცხადა, ყველაფერი, რაც ზელენსკის უნდა გაეკეთებინა მის ქვეყანაში ომის თავიდან ასაცილებლად, იყო ის, რომ „შეეჩერებინა თავდასხმები“ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.
მან თქვა, რომ ზელენსკის საქციელს "ძალიან უარყოფითად" აფასებს. საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ბერლუსკონის კომენტარები "სასაცილო ბრალდებებია".
„იტალიელმა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსული პროპაგანდის გავრცელებით, იგი მოსკოვს აქეზებს, გააგრძელოს დანაშაულების ჩადენა უკრაინაში და, შესაბამისად, მას [ბერლუსკონის] პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება“, - დასძინა ოლეგ ნიკოლენკომ.
ოლეგ ნიკოლენკომ ბერლუსკონის ასევე ბრალი დასდო "რუსი დიქტატორისადმი“ ლოიალობის გამოვლენაში.
0
0