
უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტის სხდომაზე ვიდეო კონფერენციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. პრეზიდენტად მაშინ მოვედი, როცა იყო „მინსკი-1“, „მინსკი-2“. იყო შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაირღვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო სერიოზული დოკუმენტები. თუმცა, იყო შეთანხმებები ქაღალდზე. ეს იყო გაყინული კონფლიქტი. წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ნამდვილად არ გვექნება ასეთი დოკუმენტი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა არ გასულა მინსკის პროცესიდან, განსხვავებით რუსეთისგან, რომელმაც ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრა გამოაცხადა.
„უკრაინა ნამდვილად აღარ შევა ასეთ დიპლომატიურ ჭაობში", - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0