უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს შეწყვიტოს სატრანსპორტო კავშირები რუსეთთან და ბელარუსთან
25/03/2022
14:12
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ევროკომისიას რუსეთთან და ბელარუსთან სატრანსპორტო კავშირების სრულად დაბლოკვის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სანქციების მიუხედავად, რუსული ბიზნესი გამოსავალს პოულობს და აგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები მიზანს ვერ აღწევს.
ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სთავაზობს ევროკავშირს მთლიანად დაბლოკოს სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო კავშირები რუსეთთან და ბელარუსთან, დაბლოკოს ამ ქვეყნებში საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობა ევროკავშირის გავლით და მის საზღვრებს მიღმა, ასევე აკრძალოს საბაჟო მომსახურება ამ ქვეყნებში მიწოდებული საქონლისთვის.
„კერძოდ, ეს ზომები აუცილებელია აგრესორი ქვეყნისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების შესაჩერებლად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.
0
0
277
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%