08/12/2023
14:17
მსოფლიო
როგორც ცნობილია, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი კუთხით, საუბარი არ არის მისი მხრიდან ვეტოს დადებაზე, არამედ "მე არ შემაქვს წვლილი იმაში, რაც ვფიქრობ, რომ ცუდი გადაწყვეტილებაა".
"უკრაინას უჭირს და ჩვენ გადავწყვიტეთ მისი მხარდაჭერა. ამიტომ ლეგიტიმურია, რომ ევროპული საბჭო [უკრაინას] კარგი სიგნალებს უგზავნის. მე ამის მომხრე ვარ. თუმცა, არსებობს სხვა ტიპის სიგნალების გაგზავნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ორბანმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა გადადგას ევროკავშირმა აღნიშნული ნაბიჯი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ [უკრაინა] მზად არ არის მოლაპარაკებისთვის. მეორეც, იმიტომ, რომ ჩვენ, ევროპელები, მზად არ ვართ მივიღოთ ისინი სრულუფლებიან წევრებად. უნგრეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა. [...] ჩვენ ზუსტად ვიცით რა ხდება უკრაინაში. ევროკომისიის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ შვიდი წინაპირობიდან ოთხი უკვე დაკმაყოფილებულია, უბრალოდ მცდარია. როგორც ცნობილია, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივაა უკრაინელებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების დადება, მათ შორის შეთანხმება სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, საბაჟო ან უსაფრთხოების საკითხები.
"მე მხარს ვუჭერ [უკრაინასთან] ჩვენი თანამშრომლობის დონის ამაღლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს წევრობას. როცა მოვახერხებთ უკრაინის ევროპასთან დაახლოებას, რამდენიმე წელიწადში ვნახავთ", - დასძინა მან.
0
0