
უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News Radio-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო და არის. ჩვენ გადასახადის გადამხდელთა ფული ყოველთვის უნდა დავიცვათ. იქ მილიარდობით დოლარი გაიგზავნა და მიმაჩნია, რომ წინა ადმინისტრაციამ ზედამხედველობის თვალსაზრისით კარგად არ იმუშავა. ამიტომ, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა მაიკ უოლცმა .
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, როდესაც თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
„დიახ, ის ომშია, მაგრამ ჩვენ ომის დასასრულებლად გზები უნდა ვიპოვოთ. ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შესწორების ნაცვლად, მას შეეძლო იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს დააკავშირებდა“, - აღნიშნა უოლცმა.
0
0