
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამის შესახებ მან Financial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია.
„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გავაკეთებთ“, - აცხადებს ჟოვკვა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის სამიტზე ნატო სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალ ვერსიას - სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ გამოცემაში ნატომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026