
აფრიკული კავშირის თავმჯდომარემ აზალი ასუმანმა რუსეთსა და უკრაინას "მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ" მოუწოდა.
27 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, აზალი ასუმანმა თქვა, რომ "რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება გადამწყვეტი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ორივე ქვეყნის სურსათის ექსპორტზე.
„ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს ამ საკითხთან დაკავშირებით... იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა ჩვენი პარტნიორია,“ - განაცხადა აზალი ასუმანმა.
ასუმანმა აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინთან ერთად სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი დღეს აფრიკის ლიდერებს შეხვდა - ის, უკრაინაში შეჭრის ფონზე, კონტინენტთან კავშირების გააძლიერებას ცდილობს.
სამმხრივი შეხვედრა მას შემდეგ ტარდება, რაც პუტინმა, დაპატიმრების თავიდან აცილების მიზნით, მომავალ თვეში იოჰანესბურგში გასამართ BRICS-ის სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
სამხრეთ აფრიკის ICC-ის [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] წევრობა ნიშნავს, რომ ის ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებას.
0
0