
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის ვგანცხადებით, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას.
მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
კაია კალაის განმარტებით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან.
„შავი ზღვის რეგიონი არის ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, რადგან ის არის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი. ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არის გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. აგრეთვე თურქეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანა, თუმცა რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე“, – განაცხადა კალასმა.
ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშროლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფრომაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია.
0
0