05/07/2023
15:00
მსოფლიო
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და შვედეთმა, 2020 წელს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ირანის წინააღმდეგ საქმის დაწყება მოითხოვეს.
სასამართლო პროცესი მიზნად ისახავს ირანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას იმისთვის, რომ მან არ მიიღო ყველა პრაქტიკული ზომა თვითმფრინავის ჩამოგდების თავიდან ასაცილებლად და საკითხის სათანადოდ გამოსაძიებლად.
როგორც ცნობილია, 2020 წლის 8 იანვარს, ირანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი „ბოინგ-737“, რეისის ნომრით 752, თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა. 2023 წლის დასაწყისში, ირანის არმიის 10 წევრს, თვითმფრინავის ჩამოგდებისა და ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო, 1-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
0
0