
The Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთში ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, უკრაინა შეეცდება, შეერთებული შტატები ქვეყნისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე დაითანხმოს.
,,კიევი რუსეთს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს, ეს ეხება დრონების და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, ასევე სამხედრო ოპერაციებს შავ ზღვაში. უკრაინა მოელის, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, ვაშინგტონი სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას გააუქმებს.
მოკლევადიან პერიოდში, კიევი ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. სამხედრო და სადაზვერვო დახმარების განახლების სანაცვლოდ, უკრაინული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს,’’ - განუცხადეს The Financial Times-ს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა.
0
0