-share.jpg)
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის დევიდ პეტრეუსის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალები დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც რუსული ჯარები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან.
როგორც BBC Radio 4-ის გადაცემაში საუბრისას დევიდ პეტრეუსმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევაა ომის დროს, როდესაც "თქვენ ხედავთ, რომ რუსები მთელი ძალისხმევის მობილიზებას ერთ მხარეში ცდილობენ და არა მთელ ქვეყანაში".
პეტრეუსმა დასძინა, რომ აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განვითარება დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე: ”ასე რომ, თუ მათთვის [რუსებისთვის] ხელსაყრელი ამინდი იქნება და მინდვრები გაშრება, რუსებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის მუხლუხიანი სამხედრო ტექნიკა (ტანკები და ჯავშანმანქანები) გამოიყენონ.
„კიდევ ერთი ფაქტორი იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად გახდება შესაძლებელი უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნა თავდაცვის უზრუნველსაყოფად. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჟამად არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებში ჩართვით და სურს, მნიშვნელოვანი წარმატება აღნიშნოს 9 მაისს, როდესაც მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართება“, - თქვა პეტრეუსმა.
0
0