27/06/2023
16:12
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო, რადგან ის გახდა დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, შეერთებული შტატების ნებაზე. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ორბანმა ისაუბრა უკრაინაში ცეცხლის ადრეული შეწყვეტის მხარდაჭერაზე. ამასთან, მისი თქმით, იცის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებისკენ ისწრაფვის.
„მაგრამ, მნიშვნელოვანი არის ის, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. მათ არ აქვთ ფული. მათ არ აქვთ იარაღი. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ სურთ მშვიდობა, იქნება მშვიდობა“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანმა თქვა, რომ უკრაინის ომში მოგების რწმენა სრული გაუგებრობაა.
„ვფიქრობ, როგორც იბრძვიან უკრაინელები ფრონტის ხაზზე და ჩვენ მათ ფინანსურად, ინფორმაციით, ინსტრუმენტებით ვუჭერთ მხარს და მათ შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, არის სიტუაციის გაუგებრობა. შეუძლებელია... მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ისაა, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები და ეს იქნება საბოლოო გადამწყვეტი ფაქტორი“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, რეალობა ისაა, რომ უკრაინასა და დასავლეთს შორის თანამშრომლობა ჩაიშალა.
ორბანი თვლის, რომ უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყებაა, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.
0
0